четверг, 7 мая 2009 г.

ტარიელ ჭანტურია

წვიმა


სასურველი მასალა პროვინციული
გაზეთების ბოლო გვერდისათვის

- ორმოცი წლის წინ, საჰარაში, ზღვის თევზების წვიმა მოსულა,

ცვივოდა თურმე ციდან ლიფსიტა:

ჭანარის, კობრის, ქაშაყის, კეფლის...

- ოცდაცხრა წლის წინ, ცეილონზე მონეტების 

წვიმა მოსულა.

ცვიოდა თურმე ციდან ფულები:

შილინგი, პესო, 

ავღანი, ლევი, ტუგრიკი, ზლოტი, მანეთი, მარკა..

და ფეხშიშველა გლეხის ბიჭები, მაღალ პალმებს
შეფარებულნი, იცინოდნენ და ბოჭავდნენ ფულებს...

-უკეთესს გეტყვი: იმ წელს, მარტში, ნამდვილი

ცრემლის წვიმა მოსულა.

ცვივოდა თურმე ციდან 

ცრემლები:

მოხუცის,

ბავშვის, კაცის, ქალების...

და წვიმდა თურმე 

კოკისპირულად.
წვიმდა,
წვიმდა...

Комментариев нет: