четверг, 7 мая 2009 г.

(აგნოსტიკოსის ლექსპრომტი)

ან უდრის, ან არა!  -
არავინ არაფერი არ იცის...

გიყვარს თუ არა ქალი,
შარშანწინ სიყვარულით რომ მოიყვანე!
მოვა თუ არა მოსავალი ალაზნის ველზე!
დაბრუნდება თუ ვერა ექსპედიციიდან
შენი ალპინისტი ძმაკაცი!
მართლა შავია შავი ხვრელები?  -
თუ რაღაც ეშლებათ!

არავინ არაფერი არ იცის!


როდის დასრულდება შენი ჩალიჩი და
სად აღგიფხვრიან სადით ძირს!
როდის ამოიწურება დედამიწის ვადა!
გვყავს თუ არა ანალოგი სამყაროში და
როდის შედგება ჩვენი შეხვედრა
უმაღლეს დონეზე!

არავინ არაფერი არ იცის!

როგორი იქნება წლევანდელი ზამთარი!
ეშველება თუ არა საქართველოს!
ეშველებათ თუ არა კეთროვნებს!
ეშველებათ თუ არა შიდსით დაავადებულებს!
ეშველებათ თუ არა წითელი წიგნის ბინადრებს!

არავინ არაფერი არ იცის!

პირადად მე ისიც კი არ ვიცი,
არაფერი რომ არ ვიცი!

არავინ არაფერი არ იცის...

ტარიელ ჭანტურია

Комментариев нет: